ექსკლუზივი- სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში საკადრო ცვლილებები მიმდინარეობს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მარტვილის რაიონული სამმართველოს უფროსად ზურაბ გუნია დაინიშნა. შინაგან საქმეთა სამინისტრო  “თაიმერის” ინფორმაციას ადასტურებს და აცხადებს, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში რამდენიმე საკადრო გადაადგილება როტაციის ფარგლებში  განხორციელდა.

ამ დრომდე ზურაბ გუნია აბაშის რაიონული სამმართველოს უფროსის პოსტს იკავებდა. რაც შეეხება მარტვილის პოლიციის ყოფილ უფროსს იგი  “თაიმერის” ინფორმაციით გადაყვანილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ.

 

ავტორი: ბერდია კალანდია

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში, სავაჭრო ცენტრ ენგურის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა
შემდეგი სტატიაელენე ხოშტარიამ ერეკლე კუხიანიძის აბრა მოხსნა და “ღორი და ნაძირალა” მიაწერა