ზუგდიდში, სავაჭრო ცენტრ ენგურის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე დეკემბერი 16, 2019 13:36

ზუგდიდში, სავაჭრო ცენტრ ენგურის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა

ზუგდიდში, სავაჭრო ცენტრ ენგურის წინ სააქციო საზოგადოება ,,ზუგდიდვაჭრობის” აქციის მფლობელებმა კუთვნილი წილების დაბრუნების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს. როგორც მათ განაცხადეს, წინა ხელისუფლების პირობებში, სამეგრელო- ზემო სვანეთის საოლქო პროკურორის როლანდ ახალაიასა და სამეგრელოს გუბერნატორის ზაზა გოროზიას დახმარებითა და უშუალო ხელმძღვანელობით, 2007 წელს მოქალაქე დათო როგავამ სააქციო საზოგადოების 35 პროცენტი სრულიად უკანონოდ გადაიფორმა.
მათივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურას უკვე გამოძიება დაწყებული აქვს თუმცა კონკრეტული შედეგი არ დამდგარა.
როგორც ყოფილი აქციონერები აცხადებენ, დათო როგავას აღნიშნულ ტერიტორიაზე ტოტალიზატორის გახსნა სურს, რაც ზუგდიდელ ახალგაზრდებზე ცუდად აისახება.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე დეკემბერი 16, 2019 13:36

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,239
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics