ექსკლუზივი-ნინო გვენეტაძის შემცვლელი ცნობილია!

როგორც “თაიმერისთვის ” ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ირინა იმერლიშვილი იქნება.
შეგახსენებთ, რომ დღეს თანამდებობა დატოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ. სასამართლოს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნინო გვენეტაძე მიზეზად ასახელებს ჯანმრთელობის მდგომარეობას, რომელიც მოითხოვს „რამდენიმეთვიან მკურნალობას საზღვარგარეთ.“ ნინო გვენეტაძე ტოვებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობასაც.

ირინა იმერლშვილი დაიბადა 1971 წლის 29 იანვარს ქ. თბილისში.

2002 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.

1993-1995 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის აპარატის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის აპარატის საქმის მწარმოებელი.

1995 – 1997 წლებში იყო საქართველოს პარლამენტში – საორგანიზაციო დეპარტამენტში სხდომების მომზადებისა და უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი.

1997 – 1998 წლებში იყო საქართველოს პარლამენტში საორგანიზაციო დეპარტამენტის დარბაზის სამსახურის უფროსი.

1998 – 2000 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსი.

2000 წელს იყო საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი საკანონმდებლო საქმიანობის საკითხებში.

2000 – 2003 წლებში მუშაობდა იუსტიციის სამინისტროში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ.

2003 წელს პრეზიდენტის განკარგულებით მინიჭებული აქვს სპეციალური სახელმწიფო წოდება – იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი.

2012-2013 წლებში იყო „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე “საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის (№07-3/106, 13.06.2013), „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტისა (№07-3/107, 13.06.2013) და „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის (№07-3/108, 13.06.2013) გამოქვეყნებისა და მათი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრი.

2012-2013 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის წევრი.

2012-2013 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სათათბირო ორგანო – ხაზინადართა საბჭოს წევრი.

2012 – 2013 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი,
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე; თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი; იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი.

იყო ფრაქცია „ქართული ოცნების“ და უმრავლესობის წევრი (2012-2013).

2014-2016 წლებში იყო ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის დოქტორანტი.

მუშაობდა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოში საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწედ ეროვნული უშიშროების საკითხებში, უშიშროების საბჭოს მდივნად (2013-2016).

საქართველოს პრეზიდენტის 2016 წლის 12 სექტემბერს № 230 ბრძანებულებით დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად, ხოლო მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა იმავე წლის 2 ოქტომბერს, ფიცის დადების დღიდან.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი

banner
წინა სტატიაშიისნის რაიონში, დურმიშიძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დაიწყო
შემდეგი სტატიაწალენჯიხაში განადგურებულია საფლავები (ფოტოები)