წალენჯიხაში განადგურებულია საფლავები (ფოტოები)

ძლიერმა წვიმამ და ქარიშხალმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტი სერიოზულად დააზარალა. დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. დახოცილია შინაური ფრინველი. ქარმა ჭადრის ასწლოვანი  ხე მოგლიჯა, რამაც საფლავები გაანადგურა.  ასევე დატბორილია სიმინდის  ფართობები. როგორც წალენჯიხის გამგებლის მოადგილემ გიორგი ლუკავამ „თაიმერს“ განუცხადა, ადგილზე იმყოფებიან სამაშველო ჯგუფები. მისივე განცხადებით, შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც სწავლობს ზარალის ოდენობას და შესაბამისად მოხდება ზარალის სალიკვიდაციო ღონისძიებების გატარება.

 

 

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი-ნინო გვენეტაძის შემცვლელი ცნობილია!
შემდეგი სტატიადიტო სამხარაძე – ოცნების უკანასკნელი ამოსუნთქვა?!