ექსკლუზივი- “კურიერის” წამყვანის ვინაობა ცნობილია

სამაუწყებლო კომპანია

როგორც “თაიმერისთვის” ექსკლუზიურად გახდა ცნობილი 9 საათიან “კურიერს” საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“ წამყვანი, ბიძინა ივანიშვილის ნათესავი, ბიზნესმენი შმაგი კობახიძეს მეუღლე თამთა სანიკიძე გაუძღვება.

20 აგვისტოს რუსთავის 2-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ტელეკომპანიიდან გაათავისუფლა რამდენიმე ჟურნალისტი. მათ შორის, საინფორმაციო გამოშვების ხელმღვანელი ნოდარ მელაძე. შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ კი გათავისუფლდებიან საზოგადოებრივი და პოლიტიკური ტოქ-შოუს მთავარი პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილი; პოლიტიკური გადაცემების წამყვანი გიორგი გაბუნია და ეკა კვესიტაძე და ასევე „ნანუკას შოუს“ წამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი. მათი გათავისუფლების მიზეზად “ინტერესთა კონფლიქტი” დასახელდა.

20 აგვისტოს, პირდაპირ ეთერში, პროტესტის ნიშნად დატოვეს არხი მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ანაკლიის პორტის პროექტი წარმატებულად განხორციელდეს
შემდეგი სტატია„რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალდებულ ზურაბ იაშვილს აღკვეთის ღონისძიებად 50 000-ლარიანი გირაოს გადახდა დაეკისრა