„რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალდებულ ზურაბ იაშვილს აღკვეთის ღონისძიებად 50 000-ლარიანი გირაოს გადახდა დაეკისრა

„რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალდებულ ზურაბ იაშვილს აღკვეთის ღონისძიებად 50 000-ლარიანი გირაოს გადახდა დაეკისრა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

ამასთან, პროკურატურის მოთხოვნის შესაბამისად, ზურაბ იაშვილს აეკრძალა ქვეყნის დატოვება საგამოძიებო უწყების ინფორმირებისა და ნებართვის გარეშე.

გენერალურმა პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას გუშინ ახალი ბრალი წარუდგინა. ასევე ბრალი წარედგინათ „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორ კახაბერ დამენიასა და „ინტერმედია პლუსის“ დირექტორ ზურაბ იაშვილს. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას გამოძიება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას ედავება, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. რაც შეეხება „ინტერმედია პლუსის“ გენერალურ დირექტორს, ზურაბ იაშვილს ბრალი ედება კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი- “კურიერის” წამყვანის ვინაობა ცნობილია
შემდეგი სტატიაზუკა ბერძენიშვილი: ემზარ კვიციანს ვუსტვენდი, ხელი დამარტყა და წამაქცია