ექსკლუზივი: ყველა ადამიანს, ვინც სამსახური ოფიციალურად დაკარგა, მთავრობა 133 ლარით დაეხმარება

დღეს მთავრობა ანტიკრიზისულ გეგმას წარმოადგენს. ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება, კონკრეტულად რა თანხას გამოყოფს სახელმწიფო მოსახლეობის დასახმარებლად.

“თაიმეროსთვის” ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ ყველა იმ ადამიანს, ვინც სამსახური ამ პერიოდში დაკარგა და ვინც ოფიცილაურად იყო დარეგისტრირებული სამსახურში, მთავრობა მხოლოდ 133 ლარით დაეხმარება. მთლიანად ამ თანხის გადახდა ყველა სამსახურდაკარგულისთვის კი წყაროს ინფორმაციით სახელმწიფო ბიუჯეტს 199 მილიონი დაუჯდება.

banner
წინა სტატიაშიდღეს ქუვეითიდან საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან
შემდეგი სტატიაანრი ოხანაშვილი: არ მომხდარა არავითარი გამკაცრება – არსებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ძალას ინარჩუნებს საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი