დღეს ქუვეითიდან საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან

სავარაუდოდ მალაიზიური ბოინგის ნაწილების კვალს მიაგნეს

მიმიდინარე წლის 24 აპრილს, ქუვეითიდან საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად ფრენას განახორციელებს ავიაკომპანია Jazeera Airways.

აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული იქნა საქართველოს საელჩოსა და ქუვეითის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეთანხმების საფუძველზე. კერძოდ, ცნობილი გახდა,რომ ავიაკომპანია Jazeera Airways ქუვეითის მოქალაქეების საქართველოდან რეპატრიაციის მიზნით, ასრულებდა ფრენას თბილისის მიმართულებით.

მხარეების შეთანხმების საფუძველზე გადაწყდა,რომ აღნიშნული რეისით ისარგებლებენ ქუვეითში მყოფი საქართველოს მოქალაქეები და ისინი სამშობლოში დაბრუნდებიან.

ფრენა განხორციელდება თბილისის დროით 11:00-ზე,ქუვეითი-ბაქო-თბილისის მიმართულებით.

აღნიშნული რეისით სამშობლოში დაბრუნდება საქართველოს 11 მოქალაქე, მათ შორის 2 არასრულწლოვანი.

2020 წლის 24 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 13,753 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში – მთავრობის ხელშეწყობით – საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისების, სახმელეთო და საზღვაო გზებით, ორგანიზებულად დაბრუნდა 7,600 მოქალაქე.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრაში ეჭვმიტანილი პირი სამართალდამცავებმა დააკავეს
შემდეგი სტატიაექსკლუზივი: ყველა ადამიანს, ვინც სამსახური ოფიციალურად დაკარგა, მთავრობა 133 ლარით დაეხმარება