ექსკლუზივი-ეკონომიკის სამინისტროს მიერ აუქციონზე გამოტანილი ბახმაროს სასტუმრო კომპლექსი “ორბიმ” შეიძინა

ეკონომიკის სამინისტროს მიერ, საპრივატიზაციოთ გამოტანილი ბახმაროს სასტუმრო კომპლექსი “ორბი ჯგუფმა” შეიძინა.კომპანია აუქციონის ერთადერთი მონაწილე იყო.
– ეს ინფორმაცია საჯარო იყო და ასე გავიგეთ ჩვენ. არანაირი წინასწარი გეგმა არ ყოფილა. ვერ გეტყვით რატომ ვიყავით აუქციონის მონაწილე მხოლოდ ჩვენ, მაგრამ ის შემიძლია გითხრათ, რომ ყველაფერი კანონის შესაბამისად ჩატარდა, – აღნიშნა ირაკლი კვერღელიძემ ჩვენთან საუბრისას. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მაისში, ორბი ჯგუფს, მთავრობის განკარგულებით 43.269 კვ.მ მიწის ნაკვეთი 1 ლარად გადაეცა.კომპანიამ აიღო ვალდებულება, რომ ხუთი წლის განმავლობაში კურორტზე 50 მილიონს დახარჯავს და მრავალფუნქციურ კომპლექსს ააშენებს.

ავტორი: ნატო გოგელია

banner
წინა სტატიაში20 დეკემბერს რაზე უნდა ვიმსჯელოთ, ჯერ არ ვიცით-წულუკიანი
შემდეგი სტატიასაოკუპაციო რეჟიმმა სოფელ ქვემო ჭალის მკვიდრი დააკავა