20 დეკემბერს რაზე უნდა ვიმსჯელოთ, ჯერ არ ვიცით-წულუკიანი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია, მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის 20 დეკემბერს დაგეგმილ მორიგ შეხვედარზე საარჩევნო სისტემის რომელ მოდელზე იმსჯელებენ.

„ჯერ არ ვიცით, რაზე ვიმსჯელებთ, რადგან გერმანულ მოდელზე უარი ითქვა, ის არის ანტიკონსტიტუციური, ეგრედ წოდებულ ავღანურ მოდელზე გუშინ ითქვა უარი, რადგან ეს არის ავღანური მოდელი და ვერ გახდება ქართული მოდელი, ხოლო პარასკევს რაზე უნდ ვიმსჯელოთ, ამაზე მიმდინარეობს შუამავლების აქტიური ჩართულობით წინარე დისკუსიები. არ არის ჯერ ჩემთვის ცნობილი. როდესაც ვამბობ, რომ პარასკევს არ ვიცი, რაზე ვიმსჯელბთ, შესაბამისად ვერც ის მეცოდინება, წავალ თუ არა დათმობაზე“ ,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანმა სალომე ზურაბიშვილს გამძლეობა უსურვა
შემდეგი სტატიაექსკლუზივი-ეკონომიკის სამინისტროს მიერ აუქციონზე გამოტანილი ბახმაროს სასტუმრო კომპლექსი “ორბიმ” შეიძინა