ექიმმა ზურაბ ფაღავამ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი კონსილიუმი დატოვა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი კონსილიუმი კარდიოლოგმა ზურაბ ფაღავამ დატოვა.

როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, კონსილიუმი მან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა.

„ოქტომბრის დასაწყისში გადავიტანე კორონავირუსი, თავს კარგად ვგრძნობდი, მეგონა მდგომარეობიდან გამოვედი. შემდეგ მივხვდი, რომ დამატებითი დატვირთვა კომფორტული არ იყო. ჩივილები გამიჩნდა, ამიტომ შევაჩერე აქტივობა კონსილიუმში. აღარ ვმონაწილეობ“,-აღნიშნავს ფაღავა.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 704, იმერეთში 438, კახეთში 253
შემდეგი სტატიაადვოკატი – თუ იუსტიციის სამინისტრო კონსილიუმს არ ენდობა, მაშინ საერთოდ რისთვის უნდოდათ?!