ადვოკატი – თუ იუსტიციის სამინისტრო კონსილიუმს არ ენდობა, მაშინ საერთოდ რისთვის უნდოდათ?!

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი გიორგი გელხაური ამბობს, რომ თუ იუსტიციის სამინისტრო თავად არ ენდობა მის მიერ შექმნილი კონსილიუმის რეკომენდაციებს და არ აპირებს მათს გადაწყვეტილებებს დაემორჩილოს, მაშინ საერთოდ გაუგებარია რატომ შეკრიბა ექიმთა ჯგუფი.

გელხაურის თქმით, ეს ყველაფერი აჩენს ეჭვს, რომ კონსილიუმის შექმნა “თვალის ახვევა” იყო.

“კონსილიუმის დასკვნა და რეკომენდაცია დაიდო, მაგრამ იუსტიციის სამინისტრო ურჩად აცხადებს, რომ უნდა გადაიყვანონ მე-18 დაწესებულებაში, სადაც ვერ გაეწევა შესაბამისი სამედიცინო დახმარება. გამოდის, რომ კონსილიუმის შექმნა, ამ ექიმების ჯგუფის შექმნა იყო თვალის ახვევა , რომ დრო გაჭიანურებულიყო და რაღაც დაეკმაყოფილებინათ. თუ იუსტიციის სამინისტრო არ ენდობა კონსილიუმი რეკომენდაციებს, არ ენდობა მის გადაწყვეტილებებს და არ აპირებს მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციას სამოქალაქო კლინიკაში, მაშინ რისთვის უნდოდათ საერთოდ ეს კონსილიუმი?”,- ამბობს ადვოკატი გიორგი გელხაური.

banner
წინა სტატიაშიექიმმა ზურაბ ფაღავამ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი კონსილიუმი დატოვა
შემდეგი სტატიასიცოცხლისათვის განზრახ საფრთხის შექმნა დანაშაულია – კლინიკების ასოციაცია ღარიბაშვილს