ექიმის მიერ მოკლული პაციენტის თანმხლები პირის ჩვენება

ბელგოროდში ექიმმა პაციენტი სიკვდილამდე ცემა (ვიდეო)

ექიმის მიერ მოკლული პაციენტის თანმხლებმა პირმა ინციდენტის შესახებ ჩვენება მისცა. ალექსანდრ ავილოვი ამბობს, რომ პაციენტმა, რომელიც ექიმმა ცემით მოკლა, მეორე პალატაში საწოლზე ასვლისას შემთხვევით გაარტყა ფეხი მედდას, რომელსაც ბოდიში მოუხადა და უთხრა, რომ შემთხვევით მოუვიდა. მედდამ ამაზე უპასუხა “ასე შემთხვევით უნდა მირტყან მე კაცებმა ფეხები?” – ამბობს ავილოვი. შემდეგ მისი მეგობარი და ის მეორე პალატაში სხვა ექიმთან შევიდნენ გასასინჯად, სადაც შემოვიდნენ წინა პალატის მედდა და ექიმი, რომელმაც პაციენტს ცემა დაუწყო. ექიმმა ცემა მისი თანმხლები პირიც. პაციენტი დარტყმისგან გარდაიცვალა.
ავილოვი ამბობს, რომ როცა გონს მოეგო, ნახა, რომ მეგობარი უკვე გარდაცვლილიყო. “მე გარეთ გამიყვანეს, მას მოსულიერებას ცდილობდნენ, მაგრამ ის უკვე მკვდარი იყო” – ამბობს ავილოვი.

ექიმის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. რუსული მედიის ცნობით, საქმე პირადად ბელგოროდის მხარის პროკურორმა აიყვანა პირად კონტროლზე. სადამკვირვებლო სამსახურმა ბელგოროდის N2 საავადმყოფოში, სადაც შემთხვევა მოხდა, შემოწმება ჩაატარა.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთში დღეს პრესის კანონის წინააღმდეგ აქციები გაიმართა
შემდეგი სტატია“მონროს და კენედის შვილი” იესო ქრისტე ობამას ძაღლის მოპარვას აპირებდა