ბელგოროდში ექიმმა პაციენტი სიკვდილამდე ცემა (ვიდეო)

ბელგოროდში ექიმმა პაციენტი სიკვდილამდე ცემა (ვიდეო)

დღეს სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც ჩანს თუ როგორ ცემს ექიმი პაციენტს და მის თანმხლებ მამაკაცს. ვიდეოს ავტორის მტკიცებით, მოვლენა, რომელიც კამერამ შემთხვევით დააფიქსირა, ბელგოროდის (რუსეთი) ქალაქის N 2 საავადმყოფოში 29 დეკემბერს მოხდა.

კადრში ჩანს, რომ პაციენტი ექიმთან მიღებაზე მივიდა. ექიმი პაციენტს სინჯავს, ამ დროს კაბინეტში შემოდის მეორე ექიმი (მამაკაცი), რომელიც მაშინათვე დაემუქრა პაციენტს და მის თანმხლებს. სამკურნალო დაწესებულების თანამშრომელმა ოპონენტი მეორე კაბინეტში გაიყვანა, რომლის შემდეგაც მან მისი ცემა დაიწყო. ექიმმა მამაკაცს თავში ძლიერად ჩაარტყა, რომლის შემდეგაც ეს უკანასკნელი იატაკზე დავარდა.
მოგვიანებით, ერთ-ერთმა ექიმმა შენიშნა, რომ მამაკაცი გალურჯდა – ის მკვდარი იყო.

https://youtu.be/uulPjIqCXZc

banner
წინა სტატიაშიNBA TV-მ 2015 წელს უცხოელების შესრულებით 10 საუკეთესო ეპიზოდი გამოარჩია(ვიდეო)
შემდეგი სტატიაგერმანიამ სირიისა და ერაყის ცაზე ოპერაცია დაიწყო