“მონროს და კენედის შვილი” იესო ქრისტე ობამას ძაღლის მოპარვას აპირებდა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 10, 2016 00:38

“მონროს და კენედის შვილი” იესო ქრისტე ობამას ძაღლის მოპარვას აპირებდა

"მონროს და კენედის შვილი" იესო ქრისტე ობამას ძაღლის მოპარვას აპირებდავაშინგტონში დაპატიმრებულია მამაკაცი, რომელმაც განაცხადა, რომ პრეზიდენტ ბარაკ ობამას ძაღლის მოპარვას აპირებდა. როგორც NBC News-ი იტყობინება, 49 წლის მამაკაკაცს, რომელიც ჩრდილოეთ დაკოტის შტატში ცხოვრობს, პორტუგალიური ჯიშის ძაღლი, სახელად ბო აინტერესებდა.
სამართალდამცველემბა სტოკერტის გეგმის შესახებ იცოდნენ და ის სასტუმროში დაბინავებისთანავე დააპატიმრეს. ამერიკელმა პოლიციელებს განუცხადა, რომ მას იესო ქრისტე ქვია და ის ამერიკის 35-ე პრეზიდენტის ჯონ კენედის და მერლინ მონროს შვილია.
მისი მანქანის ჩხრეკისას პოლიციელებმა აღმოაჩინეს ცეცხლსასროლი იარაღი და 350 ვაზნა – წერს “ვაშინგტონ პოსტი”.
ძაღლი სახელად ბო თეთრ სახლში 2009 წლიდან ცხოვრობს. 2013 წელს ობამებმა კიდევ ერთი ძაღლის ყოლა გადაწყვიტეს, რომელსაც სანნი დაარქვეს.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 10, 2016 00:38

Google სტატისტიკა


2,765
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics