ექიმების ინფორმაციით, ქობულეთი-ბათუმის გზაზე დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარება სტაბილურია

ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ისინი აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ და მინისტრის მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ ქობულეთის საავადმყოფოში მოინახულეს.
“ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ქობულეთის რეგიონულ საავადმყოფოში 8 მგზავრი გადაიყვანეს. 5 პაციენტს, რომელთა შორის ორი ბავშვია, ჩაუტარდა ამბულატორიული მომსახურება და მედიკოსების გადაწყვეტილებით, კლინიკა უკვე დატოვეს. მოზარდები სომხეთიდან აჭარაში ტურისტული მიზნით იმყოფებოდნენ. დაწესებულებაში რჩება 3 პაციენტი – სომხეთის ერთი და საქართველოს ორი მოქალაქე. ერთ-ერთს დაუდგინდა მხრის ძვლის ამოვარდნილობა”,-განაცხადა ზაალ მიქელაძემ.
შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

banner
წინა სტატიაშირუსთავი 2-ის 50% წილის მფლობელი ნიკოლოზ ნაყოფია რუსეთის მოქალაქეა
შემდეგი სტატიასაქართველოს შეიარაღებულ ძალებს 177 სამხედრო მოსამსახურე შეემატა