რუსთავი 2-ის 50% წილის მფლობელი ნიკოლოზ ნაყოფია რუსეთის მოქალაქეა

ტელეკომპანია „რუსთავის 2“ -ის წილის, საკონტროლო პაკეტის მფლობელი, საქართველოს პარლამენტის წევრის, კობა ნაყოფიას შვილი რუსეთის მოქალაქეა. ნიკოლოზ ნაყოფიას საქართველო რუსეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სამეწარმეო და არასამეწარმეო სუბიექტების შესახებ ძირითადი მონაცემებში იძებნება.
,,თაიმერი” დაინტერესდა ხომ არ იქონიებს საკონტროლო პაკეტის მფლობელის, რუსეთის მოქალაქეობა გავლენას, პროდასავლურ მედიად აღიარებული რუსთავი 2-ის მიერ მომზადებულ პროედუქციასა და საგარეო ორიენტაციაზე?

,,თაიმერი” პარლამენტის წევრს კობა ნაყოფიას დაუკავშირდა. დეპუტატმა თავდაპირველად მოუცლელობა მოიმიზეზა, ხოლო მოგვიანებით სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხა.

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, ამჯერად ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ში 22%-იან წილს ფლობს ლევან ყარამანიშვილი, 18%-ს გიორგი ყარამანიშვილი, საკონტროლო პაკეტის – 51%-ის წილის მფლობელი კი შპს „ტელეკომპანია საქართველოა“.
თავის მხრივ, შპს „ტელეკომპანია საქართველოში“ წლების განმავლობაში წილები ლევან და გიორგი ყარამანიშვილებს ეკუთვნოდათ. 2017 წლის აპრილის ამონაწერის მიხედვით, გიორგი ყარამანიშვილი 40%-ს, ლევან ყარამანიშვილი კი 60 %-ს ფლობდა.

ის რომ საკონტროლო პაკეტის შეძენას ნაყოფიები გეგმავდნენ ამაზე თაიმერმა ინფორმაცია 2 კვირის წინ გაავრცელა.

banner
წინა სტატიაშირუსუდან შარაძე სკანდალურ ვიდეოს ასაჯაროებს
შემდეგი სტატიაექიმების ინფორმაციით, ქობულეთი-ბათუმის გზაზე დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარება სტაბილურია