ექიმები სამხცხე-ჯავახეთში საქველმოქმედო აქციას გამართავენ

19-20 მარტს, ექიმების ჯგუფი, ჟურნალისტების თანადგომითა და ფონდ „მზის შვილების“ ეგიდით, ასპინძის მუნიციპალიტეტის ნაქალაქევის ადმინსიტრაციულ ერთეულსა და ახალაქალაქის სოფელ კოთელიაში მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარებს და საჭირო მედიკამენტებს გადასცემს.
,,მსოფლიოსა და შესაბამისად, ქვეყანაში შექმნილი კოვიდპანდემიის გამო, განსაკუთრებით ის ადამიანები, რომლებიც დიდ ქალაქებსა და რეგიონული ცენტრებიდან მოშორებით მდებარე სოფლებში ცხოვრობენ, იმ დილემის წინაშე დადგნენ, რომ სხვადასხვა სამედიცინო მომსახურეობას ვეღარ იღებენ. ამიტომ, ჟურნალისტებისა და ექიმების ჯგუფმა გადავწყვიტეთ, რომ ზემოხსენებულ დასახლებულ პუნქტებში პერიოდულად გავმართოთ საქველმოქმედო აქცია”, – ამბობს იდეის ავტორი ვანო პავლიაშვილი.
ექიმთა საქველმოქმედო ჯგუფს პროფესორი, კარდიოლოგი სოლომონ ზეიკიძე ხელმძღვანელობს.
„კოვიდპანდემიის გამო მოსახლეობის გარვეული ნაწილი სამედიცინო მომსახურეობას მოწყდა. ამიტომაც, ექიმების ჯგუფმა, ჟურნალისტებთნ ერთად, გადავწყვიტეთ, პერიფერიული სოფლები მოვინახულოთ და საჭირო მედიკამენტები მივაწოდოთ, რაშიც ფარმაცევტული კომპანია GM ფარმა დაგვეხმარა,“ – აცხადებს სოლომონ ზეიკიძე.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქველმოქმედო აქციაში, რომელიც ამჯერად ბუღალტერთა კლუბფორუმის, საქართველოში მოღვაწე თურქი ბიზნესმენის, ბილალ ილდიზის, ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის, „ზედაზენისა“ და „ჯი-ემ ფარმას“ თანადგომით ხორციელდება.
შეგახსენებთ: ექიმთა ჯგუფმა, ფონდ „მზის შვილების“ ეგიდით, ანალოგიური საქველმოქმედო აქცია, გასულ თვეს ახმეტის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, ილტოს ხეობაში გამართა.
19 მარტს, პარასკევს, ასპინძის მუნიციპალიტეტის ნაქალაქევის ადმინსიტრაციულ ერთეულში საქველმოქმდო აქცია 14:00 საათზე დაიწყება.
20 მარტს, შაბათს, ახალაქალაქის სოფელ კოთელიაში კი – 11:00 საათზე.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვისა და ნატოს ხომალდებმა შავ ზღვაში ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩაატარეს
შემდეგი სტატიაახალციხიდან გადმოყვანილი 27 წლის ექთნის მდგომარეობა დასტაბილურდა, თუმცა რჩება მძიმედ