EPDE: ჩვენს 3 დამკვირვებელს ჯიხაშკარის 79-ე უბანზე თავს დაესხნენ

s9ukzqkr_400x400საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია ევროპული პლატფორმა დემოკრატიული არჩევნებისთვის (EPDE) ჯიხაშკარის 79-ე უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ორგანიზაციის სამ დამკვირვებელს ამოუცნობი პირები თავს დაესხნენ და ერთ-ერთს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

“ევროპული პლატფორმის დემოკრატიული არჩევნებისთვის სამ დამკვირვებელს სამეგრელოში, საქართველოს დასავლეთ რეგიონში, ჯიხაშკარის 79-ე უბანზე ამოუცნობი პირები თავს დაესხნენ.

ხმების დათვლის დროს ამოუცნობი პირების ჯგუფი საარჩევნო უბანზე შეიჭრნენ და ცდილობდნენ პროცესის აგრესიული ქმედებებით ჩაშლას. დამკვირვებლებს ორი მობილური ტელეფონი წაართვეს, როდესაც ისინი ინციდენტის ჩაწერას ცდილობდნენ. ერთ-ერთ დამკვირვებელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

დამკვირვებლებმა ზუგდიდის ცენტრალური პოლიციის ოფისში საჩივარი დაწერეს. ამ სიტუაციის დაწრვილებით აღწერას ევროპული პლატფორმა დემოკრატიული არჩევნებისთვის 2016 წლის 9 ოქტომბერს გამოაქვეყნებს.

სადამკვირვებლო მისიას ევროპული პლატფორმა დემოკრატიული არჩევნებისთვის ნორვეგიული ჰელსინკის კომიტეტთან ერთად ასრულებდა. ქვეყნის მასშტაბით 36 დამკვირვებელი აკვირდებოდა საარჩევნო პროცესს”, – ნათქვამია განცხადებაში.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიბედუკაძე ,,პატრიოტთა ალიანს,, განადგურებით ემუქრება
შემდეგი სტატიააზრი არ აქვს აქ საუბარს