აზრი არ აქვს აქ საუბარს

გიგა ბოკერია საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს

გიგა ბოკერია საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებსცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებს შორის შეხვედრა დასრულდა. თამარ ჟვანიას გიგა ბოკერია, დავით ბაქრაძე და ნიკა მელია შეხვდნენ. თუმცა შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ არავითარ შეთანხმებას ადგილი არ ჰქონია: “აზრი არ აქვს აქ საუბარს, ეს ხალხი იმდენად დამონებულ მდგომაეობაშია, რომ ვერ შეძლებენ წინააღმდეგობის გაწევას. რა შეთანხმებამდე უნდა მივსულიყავით? მოვთხოვეთ, რაც დარჩა იქ მაინც მოიქცნენ წესიერად. ჩვენ ვაპირებთ ჩვენს შიგნით გავმართოთ კონსულტაციები ჩვენს შემდგომ საპროტესტო ნაბიჯებთან დაკავშრებით”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

“რეალურად ჩვენ ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ, იმ ფაქტებზე, რაც სხვადასხვა რეგიონში მოხდა. ცესკოს ადმინისტრაციას წარმოდგენა არ აქვს ან არ უნდა ჰქონდეს, რა ხდება. ვერანაირი პასუხი ვერ მივიღეთ.

capture_2 მაგრამ ჩვენს თავთან რომ ვიყოთ მართლები, შეხვედრა აუცილებელი იყო. უნდა გაგვემართა ეს შეხვედრა, რომ მერე ვიღაცამ არ გვითხრას, მისულიყავით, იქნებ რას გეუბნებოდათ ქალბატონი თამარი. ქალბატონმა თამარმა ვერაფერი გვითხრა იმიტომ, რომ ის არაფერს წყვეტს. აქ ყველაფერს წყვეტს ბიძინა ივანიშვილი. ვუთხარი, რომ არ მშურს მათი პოზიციის, რომელსაც იკავებენ, რადგან დარწმუნებული ვარ ეს ყველაფერი დამთავრდება ჩვენი, თქვენი გამარჯვებით ძალიან მალე”, – თქვა მელიამ.

 

banner
წინა სტატიაშიEPDE: ჩვენს 3 დამკვირვებელს ჯიხაშკარის 79-ე უბანზე თავს დაესხნენ
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას ავრცელბს