,,ენმ”- სპეცუბნების გაუმქმებას გარდაბნის არჩვენებისთვისაც ითხოვს

მიხეილ მაჭავარიანი: „ამით უნდათ სოლოლაკის მბრძანებელს ასიამოვნონ““

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, თუ მთავრობის გადაწყვეტილებით სპეციალური საარჩევნო უბნები უქმდება, 28 იანვრის გარდაბნიოს არჩევნებსაც უნდა შეეხოს.

„ეს გიორგი კვირიკაშვილის პირველი განცხადება არაა, როცა ერთს ამბობს, მაგრამ მეორე ხდება. შეგახსნებეთ, რომ ჩვენ შევთავაზეთ ეკონონიკურ პროგრამაზე შეხვედრა, გავიდა უკვე ერთი კვირა, ლარი უფასურდება, თუმცა შეხვედრა არ შედგა.

რაც შეეხება სპეცუბნებს, აქ ვითარება უფრო დრამატულია, 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებში, არცერთი სპეცუბანი არ იყო გარდაბანში, დღეს 700 კაციანი სპეცუბანი დაამატეს, რადგან ხელისუფლებას დამარცხების ეშინია. ჩვენ იმ შემთხვევაში ჩავთვლით რომ კვირიკაშვილი თავის სიტყვას ასრულებს, თუ 28ში გარდაბანში სპეცუბანი არ გაიხსნება და აქ დარეგისტრირებული ადამიანები მონაწილეობას ვერ მიიღებენ არჩევნებში“-განაცხადა მაჭავარიანმა.

banner
წინა სტატიაშისაარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტს დღეს გადაეგზავნება
შემდეგი სტატია,,ასეთ დროს, როცა ხალხს განსაკუთრებით სჭირდება ხელისუფლების თანადგომა, ჩვენი მინისტრები არაფერს აკეთებენ”