,,ასეთ დროს, როცა ხალხს განსაკუთრებით სჭირდება ხელისუფლების თანადგომა, ჩვენი მინისტრები არაფერს აკეთებენ”

ნუგზარ წიკლაური: საბოლო მიზანი კი იქნება საქართველოს უნიათო ხელისუფლების მოცილება

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მთავრობას მოუწოდებს დიდთოვლობის გამო მძიმე ვითარებაში აღმოჩენილ ხალხს, მთავრობამ მხარდაჭრა და დახმარება დროულად აღმოუჩინოს.

“როგორც მოგეხსენებათ, დიდთოვლობის გამო საქართველოს რეგიონებში უმძიმესი ვითარებაა შექმნილი. კერძოდ – მცხეთა-მთიანეთში, კახეთში, სვანეთსი, აჭარაში. აქ ადგილობრივები ძალიან დიდი პრობლემის წინაშე დგანან და სამწუხაროა, რომ დიდთოვლობას, ხელისუფლების სრული უმოქმედობა სდევს თან. რეგიონების შიდა გზები მთლიანად მიტოვებულია. მარტოხელა პენსიონრებს არ აქვთ შესაძლებლობა სამედიცინო დახმარება მიიღონ, მთელ რიგ სოფლებში არაა ელექტროენერგია. ჩვენი ინფორმაციით, შეფერხებულია გაზის მიწოდებაც. ასეთ დროს, როცა ხალხს განსაკუთრებით სჭირდება ხელისუფლების თანადგომა, ჩვენი მინისტრები არაფერს აკეთებენ. პირიქით, ესწრებიან სხვადსხვა კონცერტებს. კერძოდ – ენერგეტიკის მინისტრი კალაძე, ნაცვლად იმისა შეფერხებული ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდების აღდგენაზე მუშაობდეს, გარდაბანში გასართობ კონცერტებს ესწრება. იგივეს აკეთებს ჯანდაცვის მინისტრიც. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მოუწოდებს მთავრობას შეასრულოს თავისი პირდაპირი მოვალეობა, გაწმინდოს გზები და მოქალაქეებს დახმარება აღმოუჩინოს” – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

banner
წინა სტატიაში,,ენმ”- სპეცუბნების გაუმქმებას გარდაბნის არჩვენებისთვისაც ითხოვს
შემდეგი სტატიაბრიტანელი ჰენრი ვორსლი ანტარქტიდაში მარტო მოგზაურობისას დაიღუპა