“ენმ” საქართველოს პრეზიდენტისგან სდსს-ის მიერ 2013 წელს გაწეული ხარჯების გასაჯაროებას მოითხოვს

„ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობა საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ 2013 წელს გაწეული ხარჯების გასაჯაროებას მოითხოვს.

ოპოზიციაში მოთხოვნის მიზეზად, საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინააღდეგ აღძრულ ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეს ასახელებენ, სადაც ბრალდება საბიუჯეტო ხარჯების არამიზნობრივ ხარჯვას იძიებს.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ამ დანახარჯების გამო მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული და სამართლებრივად უსაფუძვლო დევნა მიმდინარეობს.

ხარჯების გასაჯაროების მოთხოვნის შესახებ ოფიციალური განაცხადი “ენმ”-ის წევრებმა დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის კანცელარიაში ჩააბარეს.

„მიხეილ სააკაშვილს და გენერალ თემურ ჯანაშიას, რომელიც არის სახელმწიფო დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი, ბრალად ედება სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა და გაფლანგვაში ითვლება ისეთი ხარჯები, როგორიც არის სომხეთის პირველი ლედისთვის ნაჩუქარი სუვენირი, უცხოური დელეგაციების მიღება და მათთვის მასპინძლობის გაწევა ამა თუ იმ კუთხეში. ბუნებრივია, ასეთი ხარჯები გაიწეოდა მას შემდეგაც, რაც ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაში. გაიწეოდა იმ პირების მიერ, რომელიც იქნენ დანიშნულნი ივანიშვილის მიერ, მაგრამ რატომღაც ჩვენი პროკურატურა მალავს ამ ხარჯებს,“ – განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 3 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა
შემდეგი სტატიააბესაძის მხარდასაჭერად 10 ათასი ხელმოწერა შეგროვდა