ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 3 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

ქობულეთში, სოფელ ოჩხამურში მსუბუქი ავტომანქანა ქვეითებს შეეჯახა. დაღუპულია 3 წლის ბავშვი, ხოლო ერთი დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. ავტომანქანის მძღოლის ვინაობა დადგენილია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე-5 ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

banner
წინა სტატიაშიწერეთლის გამზირზე “მაგთის” ოფისი გაქურდეს
შემდეგი სტატია“ენმ” საქართველოს პრეზიდენტისგან სდსს-ის მიერ 2013 წელს გაწეული ხარჯების გასაჯაროებას მოითხოვს