ენმ-ს ოფისში მოშიმშილეების მოსანახულებლად გიული ალასანია მივიდა

“ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალური ოფისის ეზოში 13 კარავია გაშლილი, სადაც 200-მდე ადამიანი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობს. 10-მა ადამიანმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა შეწყვიტა.

ცოტა ხნის წინ მოშიმშილეების მოსანახულებლად მივიდა მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია, რომელიც მედიასთან კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.

ენმ-ს წევრები და აქტივისტები ამბობენ, რომ სანამ ჯანმრთელობა საშუალებას მისცემთ შიმშილობას გააგრძელებენ.

banner
წინა სტატიაშიეროვნული შეთანხმების დაწყების ინიციატორი არის პრეზიდენტი და მისი პრეროგატივაა, როგორ წარმართავს ამ პროცესს – კობახიძე
შემდეგი სტატიამომავალში პროცესები სწორად წარიმართოს, მნიშვნელოვანია წარსულის სწორად შეფასება – კობახიძე