ენმ-ს განცხადებით, გარდაბანში არჩევნების გაყალბების რამდენიმე სქემა არსებობს

მიხეილ მაჭავარიანი: „ამით უნდათ სოლოლაკის მბრძანებელს ასიამოვნონ““

იგეგმება თუ არა ხმების გაყალბება გარდაბნის არჩევნებზე – ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, არსებობს რამდენიმე სქემა.

ოპოზიციაში დღეს კუმისის 57-ე უბანთან დაკავშირებით კონკრეტული გვარები დაასახელეს.

მათი განმარტებით, ქართული ოცნების კანდიდატის სასარგებლოდ იგეგმება ჩამორთმეული პასპორტების გამოყენება, რომლებიც მეფრინველეობის ფაბრიკის თანამშრომლებს ეკუთვნის.

„არის ვინმე გოგიტა მაისურაძე, კუმისის ქარხნის ერთერთი ხელმძღვანელი. ამ ადამიანმა ფეოდალობა გადაწყვიტა. პირადობის მოწმობები ჩამოართვა დაახლოებით 60 თანამშრომელს, და განუცხადა, რომ იქ დაურიგებდა საარჩევნო უბანზე. ბატონ გოგიტას მინდა ვუთხრა რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. 57-ე უბანზე იქნებიან ჩვენი დამკვირვებლები და როგორც კი შევამჩნევთ, რომ ბატონი გოგიტა იქ არიგებს პირადობის მოწმობებს, იმ წუთას იქნება გამოძახებული პატრული და ეს კაცი იქნება სათანადოდ დასჯილი,“ – განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.

თავად გოგიტა მიასურაძე სატელეფონო საუბარში უარყო მსგავსი ფაქტი.

საწარმოს მენეჯერს ბრალდებებთან დაკავშირებით განმარტება დღეს არ გაუკეთებია და ოპოზიციას სასამრთლოსთვის მიმართვა ურჩია.

banner
წინა სტატიაშივანო ჩხარტიშვილთან დაკავშირებულ კომპანიებსა და ფოთის პორტს შორის დავაზე გადაწყვეტილება თებერვალში გამოცხადდება
შემდეგი სტატიაHuman Rigths Watch-ი შერჩევითი სამართლის პრობლემებზე საუბრობს