Human Rigths Watch-ი შერჩევითი სამართლის პრობლემებზე საუბრობს

Human Rigths Watch-ის ანგარიშში ყურადღება არის გამახვილებული შერჩევითი სამართლის პრობლემებზე. ანგარიშში წერია, რომ ხელისუფლებამ პოლიტიკური ოპონენტების საქმეები, რომელიც განხილვაშია, ამ დროისთვის სასამართლოში, ათასობით საჩივრიდან შეარჩია და სწორად ამ საქმეების განხილვა მიმდინარეობს.

“კოალიცია ქართული ოცნების ხელისუფლება აგრძელებს ყოფილი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის (ენმ) მთავრობის თანამდებობის პირების წინააღმდეგ ათობით სისხლის სამართლის საქმის გამოძიებას. ხელისუფლებამ ეს საქმეები იმ ათასობით საჩივრიდან შეარჩია, რომლებიც მოქალაქეებმა შეიტანეს 2012 წლის არჩევნების შედეგად ხელისუფლების ცვლილების შემდეგ. ენმ-ის წევრებისა და მომხრეების მტკიცებით, ეს სისხლის სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად მოტივირებულია, ვინაიდან გამოსაძიებელი საქმეები მკაფიო კრიტერიუმების გარეშე შეირჩა, ხოლო სამართლებრივი დევნის ძირითად სამიზნეს ენმ-ის წევრები წარმოადგენენ”, – ნათქვამია Human Rigths Watch-ის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიენმ-ს განცხადებით, გარდაბანში არჩევნების გაყალბების რამდენიმე სქემა არსებობს
შემდეგი სტატიათბილისის ყველა საბავშვო ბაგა-ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 1-ელ თებერვლამდე შეწყდა