„ენმ” კახა კალაძეს დანაშაულებრივ და კორუფციულ სქემაში მონაწილეობას ედავება

„ნაციონალური მოძრაობა” კახა კალაძეს დანაშაულებრივ და კორუფციულ სქემაში მონაწილეობას ედავება. პარტიის წევრის, ოთარ სირაძის განცხადებით, კახა კალაძის და ბიძინა ივანიშვილის მფლობელობაში არსებული “პროგრეს ბანკის” “თიბისი ბანკისთვის” მიყიდვა საეჭვო ვითარებაში მოხდა.

ოპოზიციის განცხადებით, ბანკში არსებული წილი კალაძემ ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს პარტნიორს, ილია გვარილოვს დაუთმო, რომელიც ფულის გათეთრებასა და კრიმინალურ საქმიანობაშია ეჭვმიტანილი, თუმცა რეალურად მერობის კანდიდატი კვლავ ბანკის მართვაში მონაწილეობდა.

ოთარ სირაძე ამბობს, რომ “თიბისი ბანკმა” არამომგებიანი აქტივების მქონე “პროგრეს ბანკი“ მხოლოდ იმიტომ იყიდა, რომ გარიგების უკან ბიძინა ივანიშვილის და კახი კალაძის ბიზნესინტერესი დგას.

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პარტიული სიის პირველი ათეული ცნობილია
შემდეგი სტატიაჩვენ გვინდა ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში იგრძნონ რომ საქართველო ღიაა ბიზნესისთვის