ჩვენ გვინდა ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში იგრძნონ რომ საქართველო ღიაა ბიზნესისთვის

2017 წლის 14 სექტემბერს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა საქართველოში ვიზიტით მყოფ ბოსტონის ბიზნეს- დელეგაციასთან. ამის შესახებ ,,თაიმერს” სამინისტროდან აცნობეს.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ქართულ ბაზარზე უცხოური კომპანიების აქტიური შემოსვლისა და ქართული კომპანიებისათვის საერთაშორისო ბაზრებზე წარმატებული ფუნქციონირების ხელშეწყობის შესაძლებლობები, რაც ქვეყნის საგარეო-ეკონომიკური პოლიტიკის მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოსტონელ ბიზნესმენებს გააცნო საგარეო საქმეთა სამინსიტროს ჩართულობა უცხოური ინვესტიციების მოზიდვასა და ექსპორტის ხელშეწყობაში, ასევე რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პროცესში.

მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, რომ ეკონომიკურ დიპლომატია ემსახურება საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ამოცანებს, რაც ქვეყნის განვითარების შედეგებს ხელმისაწვდომს გახდის მოსახლეობის ყველა ფენისთვის.
ბიზნეს-დელეგაციის ხელმძღვანელმა, საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენელმა, ჯარედ გუტრიმ, დადებითად შეაფასა საქართველოში განხორციელებული ვიზიტი და აღნიშნა, რომ დელეგაცია ვიზიტის ფარგლებში ოთხ ძირითად სფეროზე იყო ფოკუსირებული – როგორებიცაა ენერგეტიკა, ჯანდაცვა, აგრობიზნესი, მრეწველობა, ასევე ლოგისტიკა და ტრანსპორტი. ბიზნეს-დელეგაციის ხელმღვანელმა ხაზი გაუსვა აღნიშნულ ურთიერთდაკავშირებულ სფეროებში უამრავი სხვადასხვა შესაძლებლობის არსებობას.

„ამერიკის შეერთებული შტატებიდან ვიზიტების განხორციელება მართლაც ძალზე მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ადამიანებს შესაბამისი წარმოდგენა შეექმნათ საქართველოში არსებულ შესაძლებლობებზე. ჩვენ გვინდა ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს იგრძნონ, ვინაიდან იქ ბევრი ადამიანი პოტენციური ინვესტორია და ჩვენ გვსურს ისინი საქართველოში ჩამოვიყვანოთ, ასევე საქართველო მივიტანოთ მათთან ახლოს და გავაგებინოთ, რომ საქართველო ღიაა ბიზნესისთვის.“ – აღნიშნა ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენელმა.

ბოსტონის ბიზნეს-დელეგაციამ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, სააგენტოებთან და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მიმდინარე დღეებში ათამდე ბიზნეს-დელეგაცია ეწვია. სექტემბერის დასასრულს ასევე იგეგმება საქართველოში ისრაელის, სამხრეთ აფრიკის, იტალიის, სერბეთისა, ინდოეთის ბიზნეს დელაგაციების სტუმრობა, რომლებიც ადგილზე გაეცნობიან საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებისა და ხელსაყრელ ბიზნეს გარემოს.

banner
წინა სტატიაში„ენმ” კახა კალაძეს დანაშაულებრივ და კორუფციულ სქემაში მონაწილეობას ედავება
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე მეან-გინეკოლოგთა მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა