ენმ იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო უგულავას საქმეზე სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს

„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში ახალ ფრაქციას ქმნის

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი სერგი კაპანაძე იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც დღეს გიგი უგულავას საქმეს განიხილავს, სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.
„დღეს საკონსტიტუციო სასამართლო გიგი უგულავას საქმეს განიხილავს, რომელიც მეორე რეზონანსულ – კაბელების საქმესთანაა გაერთიანებული. საჩივრდება სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული 182-ე მუხლი, რომელიც გაფლანგვას ეხება.
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი განხილვა, რადგან გაფლანგვის მუხლი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში პოლიტიკურ ინსტრუმენტად იქცა. სწორედ ამ მუხლით ხდება მთელ რიგ პოლიტიკურ ოპონენტებთან ანგარიშწორება.
ვიმედოვნებთ, რომ ამას საკონსტუტიციო სასამართლო გაითვალისწინებს და კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებს.
აქვე მინდა ყველას გავახსენო, რომ ორჯერ უკვე საკონსტუტიციო სასამართლომ გიგი უგულავას საქმეზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ის უკანონოდ, არაკონსტიტუციურად გაათავისუფლეს და როდესაც მისი წინასწარი პატიმრობა კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ გახანგრძლივდა. სწორედ ასეთივე სწორ გადაწყვეტილებას ველოდებით ამ შემთხვევაშიც“.

banner
წინა სტატიაშისერგი კაპანაძე : “ბიძინა ივანიშვილის ამოცანაა “რუსთავი 2″ გააჩუმოს”
შემდეგი სტატიაორი თვის გადამდგარი მოადგილის შესახებ საზოგადოებას დღეს აცმობეს