ორი თვის გადამდგარი მოადგილის შესახებ საზოგადოებას დღეს აცმობეს

საკადრო ცვლილებები განხორციელდა თბილისის მერიაში.

თანამდებობა დატოვა დედაქალაქის მერის მოადგილემ გიორგი ხელაიამ, რომელიც ფინანსურ საკითხებს კურირებდა. ხელაია ორი თვის წინ გადადგა, თუმცა ამის შესახებ ცნობილი მხოლოდ დღეს გახდა.

დავით ნარმანიას თქმით, ის სხვა კერძო სამსახურში გადავიდა, სადაც უკეთესი პირობები შესთავაზეს.

დედაქალაქის მერმა, ასევე კიდევ ერთი საკადრო ცვლილების შესახებ განაცხადა. დავით ნარმანიას თქმით, პოსტიდან გადადგა ქალაქის არქიტექტურის სამსახურის უფროსი დიმიტრი მოსულიშვილი, თუმცა თბილისის მერს მიზეზი არ დაუკონკრეტებია.

სამსახურის დატოვების მიზეზებზე არც თავად გიორგი ხელაია და დიმიტრი მოსულიშვილი საუბრობენ .

რუსთავი2

banner
წინა სტატიაშიენმ იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო უგულავას საქმეზე სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს
შემდეგი სტატიაარასამთავრობო ორგანიზაციები ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებუბების შესრულების შესახებ მსჯელობენ