ენმ გურიის რეგიონის საუბნო კომისიებში დანიშნული 300-ზე მეტი წევრის უკან გაწვევას ითხოვს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 24, 2018 10:10

ენმ გურიის რეგიონის საუბნო კომისიებში დანიშნული 300-ზე მეტი წევრის უკან გაწვევას ითხოვს

“ნაციონალური მოძრაობის” მორიგი ბრალდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ. გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გურიის შტაბის ხელმძღვანელი რეგიონის საუბნო კომისიებში დანიშნული 300-ზე მეტი წევრის უკან გაწვევას ითხოვს.

ლევან ხაბეიშვილმა გაასაჯაროვა დოკუმენტაცია და ამტკიცებს, რომ ყველა წევრი “ქართული ოცნების” აქტივისტია.

მისივე თქმით, თუ მათი მოთხოვნა ცესკომ არ გაითვალისწინა, გაერთიანებული ოპოზიცია სარჩელით სასამართლოს მიმართავს.

„კონკრეტულმა ადამიანებმა კანონდარღვევით შეავსეს განცხადებები. ასეთი 67 ფაქტია ლაჩხუთში, ათეულობით ფაქტია ოზურგეთსა და ჩოხატაურში, სადაც კონკრეტული ადამიანები მიუთითებენ , რომ აქვთ გამოცდილება და რეალობაში ეს გამოცდილება არ აქვთ.

გვაქვს ოზურგეთის რაიონის რამდენიმე უბნის გამოცდილება, სადაც კონკრეტულ ადამიანებს განცხადებაც კი არ აქვთ შევსებული და ისინი დანიშნულები არიან ნეიტრალურ წევრებად.

მივმართავთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და შემდეგ უკვე სასამართლოს, რომ ამ ადამიანებს შეუჩერდეთ უფლებამოსილება“-ამბობს ხაბეიშვილი.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 24, 2018 10:10

Google სტატისტიკა


4,731
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics