ნაზი ჯანეზაშვილი სკანდალური განცხადების გაკეთებას გეგმავს

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი სკანდალური განცხადების გაკეთებას გეგმავს. ჯანეზაშვილი იმ პირის დასახელებას აპირებს, რომელიც სასამართლო სისტემაში გავლენებით სარგებლობს და ძალაუფლებას ხშირად პირადი ინტერესების სასარგებლოდ იყენებს. ჯანეზაშვილი ამბობს, რომ გაასაჯაროებს კონკრეტულ ფაქტს, როდესაც გავლენიანმა მაღალჩინოსანმა თანამდებობრივი ძალაუფლების გამოყენებით ხელი შეუშალა მართლმსაჯულების განხორციელებას.

ჯანეზაშვილი ამ განცხადებას საბჭოს სხდომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გააკეთებს

„ამ ბრიფინგის განმავლობაში ვისაუბრებ იმაზე, თუ რა შედეგები მოიტანა ამ გავლენიანი პირების ძალაუფლებამ და რამდენად ცუდი შედეგი მოუტანა მან ჩვენს მოქალაქეებს“-ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.

banner
წინა სტატიაშიმერაბიშვილის ჯანმრთელობა – პენიტენციური სამსახური განცხადებასაც გაავრცელებს
შემდეგი სტატიაენმ გურიის რეგიონის საუბნო კომისიებში დანიშნული 300-ზე მეტი წევრის უკან გაწვევას ითხოვს