ენმ “გაზპრომისა” და “ჯეოტრანსგაზის” ხელშეკრულების გასაჯაროებას ითხოვს

ნაციონალური მოძრაობა „გაზპრომსა“ და ქართულ კომპანია- „ჯეოტრანსგაზს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების გასაჯაროებას ითხოვს. ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერის პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით სავარაუდოა, რომ სწორედ ამ კომპანიის დახმარებით სურს ხელისუფლებას საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილება და გაზპრომისგან დამატებითი გაზის მიღება.
„მთავრობა ამ კომპანიასთან არის შეკრული იმისთვის, რომ ერთად ძალიან დიდი ფული იშოვონ. დამატებითი გაზის შემოტანა, ძალიან დიდი ალბათობით, ისევ ამ კომპანიის მეშვეობით უნდა ოცნების ხელისუფლებას და აქედან გამომდინარე ჩვენ- „ნაციონალური მოძრაობა“ ვითხოვთ, რომ გასაჯაროვდეს რა ხელშეკრულებაა ეს, რომელი თვიდან მოქმედებს, რა ფასად ყიდულობენ გაზპრომიდან გაზს, რა ფასად ყიდიან. შემდეგ სახელმწიფომ რა პირობებით დაუთმო მაგისტრალური გაზსადენი ამ კომპანიას,“ – განცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

შეგახსენებთ, კომპანია ჯეო ტრანს გაზმა განცხადება გაავრცელა სადაც ნათქვამი იყო, რომ გაზპრომთან ხელშეკრულება 2015 წელს გააფორმა და რუსული კომპანიისგან გაზი უკვე რამდენიმე თვეა შემოაქვს.

banner
წინა სტატიაში“შსს-ს წინ თავს დავიწვავთ”- დაკარგული მონადირეების მშობლები ინფორმაციის მიწოდებას ითხოვენ
შემდეგი სტატიასაიათნოვას ქუჩაზე ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია