“შსს-ს წინ თავს დავიწვავთ”- დაკარგული მონადირეების მშობლები ინფორმაციის მიწოდებას ითხოვენ

ლაგოდეხის მთებში დაკარგული ახალგაზრდების ოჯახები მთავრობისგან დახმარებს ითხოვენ. მათი თქმით იმ შემთხვევაში თუ სამართალდამცავებისგან მათი შვილების შესახებ ინფორმაციას ვერ მიირებენ ისინი საპროტესტო აქციებს ლაგოდეხში დათბილისში ჩაატარებენ. დაკარგული ახალგაზრდების მშობლები პროტესტის უკიდურესი ფორმით, თავის დაწვით იმუქრებიან:

„ჩვენი შვილები ცოცხლები არიან თუ სად არიან ხომ უნდა გვითხრან ამდენი ხანი, ლამის არის დავილიოთ ხალხი ამდენი ლოდინით, ერთხელ თქვეს, რომ აქ არიანო და მოგვილოცეს და სად გაქრნენ? ჩვენ სამივე დედა მივდივართ თბილისში შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გადავისხამთ ბენზინს და თავს დავიწვავთ და ეს ამდენი ცოდო ქონდეთ მაგათ“- განაცხადა ერთ-ერთი დაკარგულის ლევან ჯალალოვის დედამ მარინა გელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშირეგიონების პოლიციის დეპარტამენტების დირექტორებმა თანამდებობები დატოვეს
შემდეგი სტატიაენმ “გაზპრომისა” და “ჯეოტრანსგაზის” ხელშეკრულების გასაჯაროებას ითხოვს