ენძელა მაჭავარიანი: სოფელში ცხოვრება მირჩევნია, მაგრამ იქ ცხოვრების არანაირი პირობა არ მაქვს

დეპუტატი ენძელა მაჭავარიანი სოფლად მცხოვრები მოსახლეობის პრობლემებს ეხება და აცხადებს რომ სოფლების დაცლის ერთ-ერთი მიზეზი სოფლად პირობების არ არსებობაა. როგორც მოსაზრებიდან ირკვევა დეპუტატი თავადაც სოფელში ცხოვრებას ამჯობინებს: “ ეგებ ამ ხალხს უნდა რომ გადაეწყოს აგრარულ მეურნეობაზე და თვითმყოფადობა შეინარჩუნოს იმ სოფლებში ცხოვრებით, რომლებშიც ცხოვრობენ. ვიკითხოთ ამის შესახებ, ეგებ სხვანაირად აპირებენ ისინი სახელმწიფოში განვითარდეს ეს დარგი და უნდა იმას რომ სოფელში იცხოვროს. ვისაც ექნება პირობები სოფელში ცხოვრების, მე ვერ წარმომიდგენია, რომ სოფლელს ადამიანს… მე თვითონ სოფლიდან ვარ და მირჩევნია ვიცხოვრო იქ, მაგრამ არანაირი პირობა რომ იქ ვიცხოვრო არ მაქვს”- აცხადებს ენძელა მაჭავარიანი.

banner
წინა სტატიაშირუსეთი საქართველოს მორიგ ბრალდებას უყენებს
შემდეგი სტატია“ინფრასტრუქტურის სამინისტრო ვერ ითვისებს იმ გამოყოფილ ბიუჯეტს, რომელიც მისთვის არის დამტკიცებული”