რუსეთი საქართველოს მორიგ ბრალდებას უყენებს

რუსეთის მომხმარებელთა უფლებების ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის ანა პოპოვას განცხადებით, ორი ბავშვი, რომლებიც ზაფხულში საქართველოში მძიმედ დაავადდნენ, უკვე სწავლას შეუდგნენ. ერთ-ერთი მათგანი დიალიზზეა. ექსპერტები არ გამორიცხავენ ნაწლავური ინფექციის შტამის ხელოვნურად შეცვლას, რომლის გამოც ბავშვები დაავადდნენ.

მისი განცხადებით, 2018 წელს ტურისტების ჯგუფი დამოუკიდებლად წავიდა საქართველოში დასასვენებლად. რამდენიმე ხანში ჯფუფის წევრები საავადმყოფოში ნაწლავების მწვავე ინფექცციის დიაგნოზით გადაიყვანეს. მალე რამდენიმე მათგანის მდგომარეობა სტაბილური გახდა, მაგრამ ორი ბავშვი მძიმე მდგომარეობის გამო მოსკოვში თვითმფრინავით გადაიყვანეს შემდეგომი მკურნალობისთის.

“რას ამბობენ ჩვენი ექსპერტები? ისინი ამ შტამის ხელოვნურ შეცვლას არ გამორიცხავენ” -აღნიშნა  პოპოვამ.

“ჩვენმა მეცნიერებმა დაადგინეს პათოგენი, რომლითაც ბავშვები მძიმე მდგომარეობაში მოიყვანეს. აღმოჩნდა, რომ E.coli-ის ეს ვარიანტი აღწერილი და წარმოდგენილი არ არის. … დიახ, ეს გავს პათოგენს, რომელიც 2011 წელს ევროპაში იყო მოდებული, და რომლის დროსაც 50 ადამიანი დაიღუპა და 4 ათასამდე დაშავდა… ცხადია, ეს გარკვეულ შეკითხვებს გვიჩენს, რომელზეც პასუხი არა გვაქვს” -განაცხადა რუსეთის მომხმარებელთა უფლებების ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა  ანა პოპოვამ.

banner
წინა სტატიაშიშსს კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, თითქოს გაჩიანის სასაფლაოზე დამალული ნარკოტიკის მოსაძებნად ერთ-ერთი პარლამენტარიც იმყოფებოდა
შემდეგი სტატიაენძელა მაჭავარიანი: სოფელში ცხოვრება მირჩევნია, მაგრამ იქ ცხოვრების არანაირი პირობა არ მაქვს