ენძელა მაჭავარიანი – პარლამენტში ვართ ავტობუსის და ლიმუზინის დეპუტატები, ხოლო მოთხოვნები და კრიტიკა ერთნაირად მოდის

პარლამენტში ვართ ავტობუსის და ლიმუზინის დეპუტატები, ხოლო მოთხოვნები და კრიტიკა ერთნაირად მოდის, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ენძელა მაჭავარიანმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა, სადაც პირველი მოსმენით რეგლამენტის პროექტი განიხილეს.

როგორც მაჭავარიანმა განაცხადა, იმის გამო, რომ სამინისტროები მცირდება, იმის გამო, რომ “რაღაც პრობლემა არ მიიჩქმალოს, ეს ხარვეზი კომიტეტებმა უნდა შეავსოს, მაგრამ არ არის საჭირო კომიტეტებისთვის პრივილეგიების და ფუფუნების შექმნა“.

“დღეს ჩვენ გვაქვს კომიტეტის ხელმძღვანელების ლიდერშიპი, რომლებიც განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობენ და დანარჩენი დეპუტატები – ამ პარლამენტში ავტობუსის და ლომუზინის დეპუტატები ვართ, ხოლო მოთხოვნები და კრიტიკა ეთნაირად მოდის“, – აღნიშნა ენძელა მაჭავარიანმა.

ამ კონტექსტში აღსანიშნავია ისიც, რომ უმრვლესობაში არიან დეპუტატები, რომლებიც სამინისტროების შემცირების პარალელურად, საპარლამენტო კომიტეტების შეკვეცის იდეით გამოდიან და ფიქრობენ, რომ მცირე მთავრობის ფონზე, პარლამენტის სტრუქტურაც უნდა შემცირდეს.

banner
წინა სტატიაშიაქცია ბათუმში – ე.წ. ტრაილერის მძღოლები თურქეთში შესვლის ნებართვას ითხოვენ
შემდეგი სტატიამკვლელობაში ბრალდებული მწყემსის დედა – ვიპოვი ნამდვილ დამნაშავეს, თუნდაც მიწაში ჩაძვრეს