„ემ ბი სი“ – ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პროცესი მშვიდობიანად დასრულდეს

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ ბი სი“ ორგანიზაციის ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ პროცესი მშვიდობიანად დასრულდეს.

„გვინდა, გავაკეთოთ განცხადება ამ მომენტში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით: ჩვენი კომპანია სრულ კოორდინაციაშია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ვმოქმედებთ მათი მითითებების შესაბამისად. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს, რომ პროცესი მშვიდობიანად დასრულდეს. შექმნილ მდგომარეობაში, თანამშრომლების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება „ემ ბი სის“ უპირველესი ამოცანაა“, – ნათქვამია მიკროსაფინანსო ორგანიზაციის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიოფიციალური ინფორმაციით, „ემ ბი სის“ ერთ-ერთი ფილიალის შენობაში ცხრა მძევალი და ერთი შეიარაღებული პირი იმყოფება
შემდეგი სტატიავაჟა სირაძე მედიასაშუალებებს მოუწოდებს, შეწყვიტონ წერეთლის გამზირზე, „ემ ბი სის“ შენობასთან არსებული ვითარების პირდაპირ ეთერში ჩვენება