ვაჟა სირაძე მედიასაშუალებებს მოუწოდებს, შეწყვიტონ წერეთლის გამზირზე, „ემ ბი სის“ შენობასთან არსებული ვითარების პირდაპირ ეთერში ჩვენება

საპატრულო პოლიციის უფროსმა, ვაჟა სირაძემ მედიასაშუალებებს მოუწოდა, შეწყვიტონ წერეთლის გამზირზე, „ემ ბი სის“ შენობასთან არსებული ვითარების პირდაპირ ეთერში ჩვენება.

სირაძემ ჟურნალისტებს მოუწოდა, რომ ინფორმაცია, რომელიც არ რის დაზუსტებული არ გაავრცელონ.

„ასევე მინდა გთხოვოთ და მოგიწოდოთ მედიასაშუალებებს, პირდაპირი ეთერებით ჩართვა შეწყვიტოთ, ვინაიდან, საფრთხეს უქმნის ეს როგორც მოქალაქეების, ასევე სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების სიცოცხლეს. რაც შეეხება მოთხოვნებს და ყველა დეტალურ ინფორმაციას, ეტაპობრივად მოგაწვდით. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს ღონისძიება, შესაბამისად, ძალიან გთხოვთ, რომ ლაივ ჩართვები არ გავაკეთოთ და ინფორმაცია, რომელიც არ რის დაზუსტებული არ გავავრცელოთ“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

banner
წინა სტატიაში„ემ ბი სი“ – ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პროცესი მშვიდობიანად დასრულდეს
შემდეგი სტატიავაშაძე – ფასილიტატორებს კიდევ ერთხელ გავუმეორე, რომ ოპოზიციის მოთხოვნებში ყველაზე მთავარია ვადამდელი არჩევნები, სრულიად ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია და პოლიტპატიმრები