ელიზაბეთ რუდი – გვჯერა, ანაკლიის პორტის პროექტი ამერიკული ინვესტიციით უნდა შესრულდეს

კონკრეტულ მეწილეებთან დაკავშირებულ ნებისმიერ კითხვას ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან გადავამისამართებდი, – ასე უპასუხა ჟურნალისტებს კითხვას ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა.

როგორც ელიზაბეთ რუდმა აღნიშნა, აშშ-ს კვლავ სჯერა, რომ ანაკლიის პორტის განვითარება საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია.

„ანაკლიის პორტი აძლიერებს საქართველოს, როგორც სავაჭრო-სატრანსპორტო ჰაბის პოტენციალის გამოყენებას. გვჯერა, რომ ეს პროექტი უნდა შესრულდეს ამერიკული ინვესტიციით, რადგან მას შეუძლია იყოს ეკონომიკის სფეროში საქართველოსა და აშშ-ის შორის ძალიან ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვანი ნაწილი“, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

ამერიკული „კონტი ჯგუფი“ ანაკლიის პორტის პროექტიდან გავიდა.

banner
წინა სტატიაშიოზურგეთში ახალშობილი თხილის ბაღში მიტოვებული იპოვეს
შემდეგი სტატიადეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა – უფლებადამცველები მამა გიორგი მამალაძის შეწყალებას ითხოვენ