ელისო კილაძის სკანდალური ინფორმაცია-ვინ დგას ფარული ჩანაწერების უკან?

ელისო კილაძეს უვადო პატიმრობამისჯილმა ახალი ინფორმაცია მიაწოდა

https://youtu.be/EYLfxiWNMJsპროკურატურის მიერ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების საქმეზე გაკეთებული განცხადების შემდეგ “ქრონიკა+” ის რედაქტორი ელისო კილაძე იმ დაკავებულ პირთა შესახებ იწყებს ინფორმაციების შეგროვებასს, რომლებიც უშულოდ მონაწილეობდნენ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების უკანონოდ მოპოვება-შენახვა-გავრცელებაში.

ჟურნალისტი ამ ეტაპზე მედიასთან ორ კონკრეტულ გვარს ასახელებს, პირველი ეს არის ირაკლი ფხალაძე, რომელიც ელისო კილაძის ინფორმაციით იმ ორგანიზაციის გამგეობის წევრია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სახელით შეიქმნა, მეორე პირი ნიკოლოზ ხაჭაპურიძე კი ირაკლი ღარიბაშვილთან დაახლოებული პირია.

“იმდენად რამდენადაც პროკურატურის განცხადებიდან გავიგე, რომ პირდაპირი სამიზნე ამ ჯგუფის ვიყავი მე და პირდაპირ არის ნათქვამი, რომ ფირი გელა ღურძკაიას მისცეს იმიტომ, რომ მიეტანათ ელისო კილაძესთვის გამოსაქვეყნებლად, მთელი თავისი შემდგომი შედეგებით, თავისთავად ცხადია მე დავიწყე იმ ადამიანების შესახებ ინფორმაციების მოგროვება და შეკრება, ვინც ამ საქმეში მონაწილეობდნენ. მინდა გითხრათ რომ პროკურატურის ვერსია გახლავთ სწორი.ეს ადამიანები ჯამალაშვილის გარდა, ყველა ინფორმაცია გადამოწმებული მაქვს, ხაჭაპურიძე, ღურძკაია, ფხალაძე და ჩატოიანი ერთმანეთს ნამდვილად იცნობენ. მხოლოდ ჩატოიანი არ არის ჩატოიიანი, მისი ნამდვილი გვარი სხვა არის და მას გვარი აქვს გადაკეთებული. ფხალაძე ადვოკატი სხვადასხვა დროს სხვადასხვა ტიპის მახინაციებში მონაწიელობდა ნამდვიალად, ჩვენ ამაზე აღმოჩნდა, რომ საგაზეთო მასალაც გვაქვს გაკეთებული. “საქართველოს სათემო კავშირი”არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა გარკვეული ჯგუფის მიერ, ბიძინა ივანიშვილი სახელს იყენებდნენ ისინი აქტიურად და ფხალაძე გახლავთ ამ ორგანიზაციის გამგეობის წევრი. მას შემდეგ რაც გარკვეული ადამიანების ჯგუფი კახეთში დააზარალეს და მათ გადაწყვიტეს, რომ ეჩივლათ საქართველოს მთავარ პროკურატურაში ფხალაძისათვის. ადვოკატი ფხალაძე მათ ემუქრებოდა, რომ მისი დეიდაშვილი მუშაობს “ქართუში” და პროკურატურაში მას ჰყავს ძალიან მაღალი რანგის მფარველი და ამიტომ მათ საჩივრებს აზრი არ ექნება.

კონკრეტულ სახელებს და გვარებს, ვისთან ჰქონდა კომუნიკაცია ჩვენ სამშაბათს ქრონიკა +ში გამოვაქვეყნებთ, რაც შეეხება კიდევ ერთ ინფორმაციას ეს ეხება უკვე ნიკოლოზ ხაჭაპურიძეს, რომელიც არის პირი, რომელიც ნამდვილად მუშაობდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტემენტში, მუშაობდა სამი თვის განმვლობაში, ის არის თაღლითობისათვის ორჯერ ნასამართლევი და 2013 წელს როგორც მისი ახლობლები ამბობენ რომ ის საპყრობილედან გაათავისუფლა ირაკლი ღარიბაშილმა, იმიტომ, რომ ის არის მათი ძალიან ახლობელი , მათში ვგულისხმობ ზვიად ჯანყარაშვილს და მისი ცოლის ნათესავებს. 2015 წლის დეკემბერში ის ნამდვილად თავისუფლებაზე იმყოფებოდა, ვიცი რომ იცნობს გელა ღიურძკაიას და დააკავეს იანვარში ანალოგიური ტიპის დანაშაულისათვის ანუ ისევ თაღლითობაზე . აქედან გამომდინარე მე პირდაპ კავშირებს ვხედავ იმ ფაქტთან დაკავშრებით რასაც ვამბობდი, რომ რეალურად კვალი მიდის ექს-პრემიერ ღარიბაშვილის და მის ცოლის ნათესავებამდე, ეს იყო ჯგუფი რომელიც იყო დაინტერესებული იმითი რომ მომხდარიყო ჩემი როგორ ჟურნალისტის და ქრონიკა +ის როგორც გაზეთის დისკრედიტაცია, იმიტომ, რომ ჩვენ ვიყავით ის გამოცემა, რომელმაც დაიწყო ე.წ კახელების კლანის მხილება, ზვიად ჯანყარაშვილს ორჯერ მოუხდა თანამდებობის დატოვება, ამ კლანის ყველა მინისტრი თანამდებობას ჩამოშორდა და ბოლოს ეს მხილება დასრულდა ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომით, სხვა დეტალებზერ ჩვენ ვმუშაობთ და თავისთავად ცხადია ამ ინფორმაციას ჩვენ პერიოდულად გავასაჯაროებთ”,-განაცხადა ელისო კილაძემ.

banner
წინა სტატიაშიჩვენი მხრიდან, ხმამაღალი განცხადებები და პასუხები საჭირო არ არის
შემდეგი სტატიაშაბათს არასაპარლამენტო ოპოზიცია პრემიერ-მინისტრს ხვდება