ელისო კილაძემ შს მინისტრის წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 3, 2017 15:44

ელისო კილაძემ შს მინისტრის წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა

მნიშვნელოვანი

  • გაზეთ „ქრონიკა პლიუსის“ რედაქტორმა და „სამართდლამცავთა რეფორმირების ცენტრმა“ საქართველოს მთავარ პროკურატურაში შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანეს

სხვა სტატიები

გაზეთ „ქრონიკა პლიუსის“ რედაქტორმა და „სამართდლამცავთა რეფორმირების ცენტრმა“ საქართველოს მთავარ პროკურატურაში შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანეს. ისინი პროკურატურისგან მოითხოვენ დადგინდეს, მალავს თუ არა შინაგან საქმეთა მინისტრი ქონებას და ცხოვრობს თუ არა მღებრიშვილი სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ნაქირავებ სახლში.

როგორც ელისო კილაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, არსებობს საჯარო რეესტრის ამონაწერი, სადაც აღნიშნულია, რომ გიორგი მღებრიშვილი წავკისსა და დიღომში ორ მიწის ნაკვეთს ფლობს, რაც დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული.

„საუბარია მიწის ორ ნაკვეთზე – 900 კვადრატული წავკისში და 1000 დიღომში. ამ ორივე ზონაში მიწა ღირს საკმაოდ ძვირი და ფასი 50$ იწყება და 120$ მთავრდება, მინისტრს მოუწევთ დასაბუთება, რატომ არ შეიტანა ეს ორი მიწის ნაკვეთი დეკლარაციაში, რაც უკვე დანაშაულია, რადგან მას ვალდებულება აქვს ყველაფერი შეიტანოს დეკლარაციაში. მას ნორმალურ ქვეყანაში მოუწევს გამოძიების ფარგლებში დაასაბუთოს, საიდან შეიძინა ეს ორი მიწის ნაკვეთი. გონივრული ეჭვი მაქვს, ეს არის მინისტრის არალეგალური შემოსავალი, მათ შორის ნარკოტიკების რეალიზაციიდან. სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტრო მფარველობს ნარკორეალიზატორებს. ჩვენ არაოფციალურად გვაქვს კიდევ ერთი ინფორმაცია, მისი ერთი ბინის შესახებ, რომელიც მას აქვს გაქირავებული – აცხადებს ელისო კილაძე.

„სამართდლამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა კი აცხადებს, რომ შს მინისტრი სახელმწიფო სახსრებით ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს, რაც ბიუჯეტს თვეში 6000 ლარი უჯდება.

“ჩვენი საჩივარი შეეხება ადგილს, სადაც ცხოვრობს მინისტრი ოჯახთან ერთად, პენტჰაუსში, რომლის შენახვაც ბიუჯეტს თვეში 6000 ლარი უჯდება. ეს მინიმუმ უნდა იყოს გამოძიების საგანი, რადგან საქმე გვაქვს სახელმწიფო ფულის არამიზნობრივ ხარჯვასთან, პროკურატურამ უნდა დაადგინოს, რა სახსრებით ცხოვრობს მინისტრი მდიდრულ პენტჰაუსში, არის თუ არა ეს სახელმწიფო ფულით ნაქირავები და მინისტრს აუცილებლად მოუწევს გასცეს პასაუხი კითხვებს“,- აღნიშნა კუპრავამ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 3, 2017 15:44