ენერგეტიკისმინისტრი კახა კალაძე არ გამორიცხავს, რომ გაზის ტარიფი გაიზარდოს. მისი თქმით, ამ საკითხზე მარეგულირებელი კომისია მუშაობს.
„მოლოდინებს რაც შეეხება, დაველოდოთ, არ არის გამორიცხული, რომ მოხდეს ბუნებრივი აირის ტარიფის გაძვირება, თუ რამდენით, როგორ, ამაზე მარეგულირებელი კომისია მუშაობს და გვეცოდინება. შეიძლება არც მოხდეს გაძვირება, ამიტომ დაველოდოთ,“- განაცხადა კახა კალაძემ.