ელისო კილაძე : კონგრესი საქართველოს მიმართ სანქციებზე იმსჯელებს

ჟურნალისტი ელისო კილაძე Facebook-ზე წერს, რომ შეერთებულ შტატებში, ხუთშაბათს, კონგრესი საქართველოს მიმართ სანქციებზე იმსჯელებს. მისივე თქმით, საქნციები შესაძლოა პარაკევს ამოქმედდეს.

როგორც კილაძე წერს, მან ეს ინფორმაცია ამერიკიდან მიიღო.

“ახლა მივიღე ინფორმაცია ამერიკიდან: ელჩი ბაქრაძე დილით სტეიტდეპ-შია დაბარებული (თბილისის დროით 17:30). ხუთშაბათს კონგრესზე (ჯერ წარმომადგენლობითი პალატა, შემდეგ სენატი) სანქციებზე იქნება მსჯელობა და პარასკევიდან შეიძლება ამოქმედდეს.

ოღონდ, სანქციები შეეხებათ ხელისუფლების მაღალჩინოსნებს (ღარიბაშვილი, გომელაური, ზალკალიანი, ლილუაშვილი, ჩუბინიძე, შოთაძე)”,- წერს კილაძე.

banner
წინა სტატიაშიესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ნიკა მელიას დაპატიმრებას ეხმაურება
შემდეგი სტატიარუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი მაიკლ მაკფოლი: ბაიდენს შეუძლია ვითარებაზე ზეგავლენის მოხდენა