ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ნიკა მელიას დაპატიმრებას ეხმაურება

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ნიკა მელიას დაპატიმრებას ეხმაურება და “ოპოზიციური პარტიის ოფისის ძალადობრივ შტურმს” გმობს.

საგარეო უწყება მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებს.

“ესტონეთი მკაცრად გმობს ოპოზიციური პარტიის ოფისის ძალადობრივ შტურმს და პოლიტიკური ვითარების გამწვავებას თბილისში. მოვუწოდებთ მთავრობასა და ოპოზიციას თავშეკავებისკენ და მივმართავთ, დაუბრუნდნენ პოლიტიკურ დიალოგს. მნიშვნელოვანია, რომ მომავლისთვის სწორი გადაწყვეტილებები იყოს მიღებული”, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიფოგ რასმუსენი: ძალიან შემაშფოთებელია, რაც დღეს საქართველოში მოხდა
შემდეგი სტატიაელისო კილაძე : კონგრესი საქართველოს მიმართ სანქციებზე იმსჯელებს