ელისო ჩაფიძე:”მოვუწოდებ ყველა მეშახტეს, ძვირფასო მეგობრებო, გაემიჯნეთ ძალადობას”

მმართველ კოალიციას შესაძლოა, 2 სუბიექტი დაემატოს

“მოვუწოდებ ყველა მეშახტეს, ძვირფასო მეგობრებო, გაემიჯნეთ ძალადობას, დღეს, როდესაც პროცესები მშვიდობიანი პროტესტის ფორმით და შედეგიანად ვითარდებოდა, დაუშვებელია რაიმე ექსცესები, კერძო მფლობელობაში გადაცემულ ადმინისტრაციულ შენობაში შესვლა. მოსალოდნელი პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად გთხოვთ, სასწრაფოდ დატოვოთ ადმინისტრაციული შენობა და გააგრძელოთ შედეგზე ორიენტირებული მოლაპარაკებები”-აცხადებს ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე.

შეგახსენებთ, რომ  ცოტა ხნის წინ  მეშახტეები ადმინისტრაციის შენობაში ფანჯრიდან შეიჭრნენ.
უკვე რამდენიმე დღეა ტყიბულის მაღაროს მეშახტეები გაფიცულები არიან. ისინი ხელფასების 40%-იან ზრდას ითხოვენ, რაზეც ადმინისტრაცია უარს აცხადებს. დღეს საღამოს რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებები გაფიცულებთან უშედეგოდ დასრულდა.

“თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესამსახურში განუცხადეს, რომ ტყიბულის შახტის ადმინისტრაციის ტერიტორიაზე სიტუაცია კონტროლის ექვემდებარება.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტყიბულის შახტის ადმინისტრაციის ტერიტორიაზე სიტუაცია კონტროლის ექვემდებარება
შემდეგი სტატიაიტალიის სენატმა ერთნაირსქესიანთა კავშირს მხარი დაუჭირა