შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტყიბულის შახტის ადმინისტრაციის ტერიტორიაზე სიტუაცია კონტროლის ექვემდებარება

შსს-მ ბეჟაშვილის ცემის ფაქტზე საქმე აღძრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტყიბულის შახტის ადმინისტრაციის ტერიტორიაზე სიტუაცია კონტროლის ექვემდებარება.
როგორც შსს-ს პრესსამსახურში აცხადებენ, ადგილზე იმყოფებიან ტყიბულის პოლიციის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები , თუმცა ამ ეტაპზე არავინ დაუკავებიათ.
“ტყიბულის რაიონული პოლიციაში შევიდა შეტყობინება, რომ შახტის ადმინისტრაციის წინ შეკრებილმა მოქალაქეებმა, რომელთა ნაწილიც ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, დააზიანეს შენობის ფანჯრები და ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ. საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით ადგილზე იმყოფებიან ტყიბულის პოლიციის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები. ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება”, – განაცხადეს შსს-ში.

 

banner
წინა სტატიაშიმეშახტეები ადმინისტრაციის შენობაში ფანჯრიდან შეიჭრნენ
შემდეგი სტატიაელისო ჩაფიძე:”მოვუწოდებ ყველა მეშახტეს, ძვირფასო მეგობრებო, გაემიჯნეთ ძალადობას”