ელისო ბოლქვაძე გახარიაზე – ვფიქრობ, ის არის ქვეყნის პატრიოტი

პირადად გიორგი გახარიას ძალიან დიდ პატივს ვცემ – ვფიქრობ, ის არის ქვეყნის პატრიოტი, – აღნიშნული შეფასება ჟურნალისტებთან დეპუტატმა ელისო ბოლქვაძემ გააკეთა.

„ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც არის სხვადასხვა პარტია. დემოკრატიული სამყარო ახალ პარტიებსაც მიესალმება. ამაში განსაკუთრებულს ვერ ვხედავ. წარმოდგენა არ მაქვს რაზე ალაპარაკდება გიორგი გახარია, რადგამ ამბავი ათი წუთის წინ გავიგე. პირადად გიორგი გახარიას ძალიან დიდ პატივს ვცემ. მასთან სხვადასხვა მიმართულებებით მცირე საუბრები მქონდა და ვფიქრობ, რომ ის არის ქვეყნის პატრიოტი”, – განუცხადა ჟურნალისტებს ელისო ბოლქვაძემ.

banner
წინა სტატიაშიექსპერტები – ნაპრალები გაზრდილია და გაჩენილია ახალი ბზარები
შემდეგი სტატიაგია ბარამიძე – ყველას საყურადღებოდ ვამბობ, მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ არიან განუყოფელი