გია ბარამიძე – ყველას საყურადღებოდ ვამბობ, მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ არიან განუყოფელი

მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან ჩამოცილება პუტინმა ვერ შეძლო აქამდე და ვერც ვერავინ შეძლებს, სანამ ცოცხალია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გია ბარამიძე სოციალურ ქსელში წერს.

„ყველა პარტნიორის, მეგობრის თუ მტრის საყურადღებოდ ვამბობ, მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ არიან განუყოფელი, იგი არის ჩვენი მოძრაობის სულის ჩამდგმელი და ლიდერი. მისი პოლიტიკიდან ჩამოცილება პუტინმა ვერ შეძლო აქამდე და ვერც ვერავინ შეძლებს, სანამ ცოცხალია.

ამავდროულად „ნაციონალური მოძრაობა“ არაა ერთი ადამიანი ან პოლიტიკოსთა ჯგუფი!

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არის საქართველოს გამთლიანებისა და ძლიერი და აყვავებული ქართული (მაშასადამე ევროპული) დემოკრატიული სახელმწიფოს იდეაა და მას წარმოადგენს მილიონზე მეტი ჩვენი თანამემამულე, ამიტომ მას ვერავის მოსპობს ან განზე გაწევს.

ჩვენ ერთად და ყველა პატრიოტულ ძალასთან ერთიანობით, გავაგრძელებთ პუტინისტი მოღალატეებისგან საქართველოს გათავისუფლების მშვიდობიან, მაგრამ უკომპრომისო და შეუპოვარ ბრძოლას და რაც არ უნდა მოხდეს, ქართულ პატრიოტულ საზოგადოებასთან, აუცილებლად გამარჯვებულები გამოვალთ“, – წერს გია ბარამიძე „ფეისბუქზე“.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიელისო ბოლქვაძე გახარიაზე – ვფიქრობ, ის არის ქვეყნის პატრიოტი
შემდეგი სტატიაგოგა ხაინდრავა – 15 მაისამდე პარლამენტში კიდევ სამი პარტია მაინც შევა